ფეიქრიშვილი კიევის დინამოში? - ფიფია მზადაა 18 წლის ტალანტი გაყიდოს
უკრაინული Sport.ua-ს ცნობით, კიევის „დინამოში’’ შესაძლოა 18 წლის ალექსანდრე ფეიქრიშვილი გადავიდეს. ამ ეტაპზე ტრანსფერი გადაწყვეტილი არაა, ფეიქრიშვილი უკრაინული კლუბის 19-წლამდე გუნდში ვარჯიშობს. მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იგორ კოსტიუკი მიიღებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თბილისის „დინამოს’’ ფინანსური პრობლემები აქვს და კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია ფეიქრიშვილის გაყიდვისთვის მზადაა.
ფეიქრიშვილი თბილისის „დინამოს’’ აღზრდილია, პირველ გუნდში დააწინაურეს, თუმცა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში არ უთამაშია.
ლექსოს საქართველოს 16, 17, 18 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ ტალანტად ითვლება.