ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

კლუბებს შორის შეთანხმება შედგა | დავითაშვილი ბორდოს ტოვებს

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის მიხედვით, ქართველი გარემარბი კარიერას „სენტ-ეტიენში“ გააგრძელებს და მომდევნო სეზონში, საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში, ლიგა 1-ში იასპარეზებს.

L’Equipe-ის ცნობით, „ბორდომ“ და „სენტ-ეტიენმა“ შეთანხმებას მიაღწიეს და ჟირონდელები ზურიკოს სანაცვლოდ, ბონუსების ჩათვლით, 6 მილიონ ევროს მიიღებენ (4+2 ბონუსები). დავითაშვილი „მწვანეებთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის 1 წლით გახანგრძლივებაც იქნება შესაძლებელი.

ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, თუ ვითარება რადიკალურად არ შეიცვალა, „სენტ-ეტიენი“ გარიგების ოფიციალურად დახურვას უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს. ზურიკო უკვე სენტ-ეტიენში იმყოფება და კლუბთან ხელშეკრულებას მალე გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის გასულ სეზონში, დავითაშვილმა 8 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა. სეზონის მეორე ნახევარში, იგი ჟირონდელთა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და „მწვანეების“ გარდა, მსურველები იტალიიდანაც ჰყავდა, მაგრამ საფრანგეთში დარჩენა აირჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი სტილი ძალიან მომწონს, საოცარი ფეხბურთელია“ | საა კვარაცხელიას აქებს
„მისი სტილი ძალიან მომწონს, საოცარი ფეხბურთელია“ | საა კვარაცხელიას აქებს