“არ მინდა ეს ყველაფერი მალე დასრულდეს“ - კუკურელია საფრანგეთთან მატჩის წინ
ევრო 2024-ის ნახევარფინალში გულშემატკივრები დიდ დაპირისპირებას იხილავენ. ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი ხვდებიან.
მატჩის წინ, ფურია როხას უკანახაზელმა მარკ კუკურელიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კუკურელია:
„ჩვენ დიდი ხანია აქ ვარ და გასაკეთებელი ბევრი არაფერი დაგვრჩა. ამ ნაკრების ერთიანობა განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს უკან პერსონალის დიდი ჯგუფი დგას. ნაკლებად მაღალი დონის, მაგრამ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველაფრისთვის.
ვართ, თუ არა ნაკლებად აღიარებული? ამ ევროპის ჩემპიონატით მშვენივრად ვსარგებლობ. აქ მოსახვედრად დიდი შრომა დამჭირდა. მიხარია, რომ ჩემი შრომა დაფასდა. ამ დონეზე თამაში ჩემი ოცნება იყო. დიდი გამოცდილება მივიღე და არ მინდა ეს ყველაფერი მალე დასრულდეს.“
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის დაპირისპირება 9 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.