ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ | სენტ-ეტიენი დავითაშვილის გაფორმებას ცდილობს

„სენტ-ეტიენი“ ზურიკო დავითაშვილისთვის ბრძოლას განაგრძობს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, Sport-ის ინფორმაციით, „მწვანეებმა“ „ბორდოს“ განახლებული წინადადებით მიმართეს და ჟირონდელთა პასუხს ელოდებიან.

„სენტ-ეტიენი“ ბოლო დღეებში გააქტიურდა და სურს, ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დახუროს. „მწვანეებს“ ქართველ გარემარბთან შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, მაგრამ დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლის პერსპექტივით მოხიბლულია.

„ბორდოს“ იმედი აქვს, რომ ზურიკოს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს. Sport-ის ცნობით, „სენტ-ეტიენის“ წინადადება 6 მილიონის ფარგლებშია და კლუბებს შორის, სატრანსფერო თანხაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, „მწვანეებს“ იტალიიდან კონკურენტები გამოუჩნდნენ და ფრანგების გააქტიურება სწორედ ამით გახლდათ განპირობებული.

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ქართველი გარემარბით „კომო“, „ვენეცია“ და „ჯენოა“ ინტერესდებიან. იტალიური გამოცემის ცნობით, დავითაშვილის წარმომადგენელი მალე იტალიას ეწვევა და დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკებებს გამართავს. აღნიშნული გამოცემა ზურიკოს „ახალ კვარად'' მოიხსენიებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი საოცნებო ტრანსფერია“ | პეტ ნევინს კვარას ჩელსიში ხილვა სურს
„ჩემი საოცნებო ტრანსფერია“ | პეტ ნევინს კვარას ჩელსიში ხილვა სურს