დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ლიონს ტოვებს? - ნინიაშვილის შეძენა ტოპ 14-ის ორ კლუბს სურს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ ლიდერი, დავით ნინიაშვილი მომდევნო სეზონიდან შესაძლოა „ტულონში“ გადავიდეს. ინფორმაციას რამდენიმე გავლენიანი ფრანგული გამოცემა ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დავით ნინიაშვილს ახალი სეზონიდან ახალი გამოწვევების მიღება სურს და „ლიონში“ დარჩენით დაინტერესებული არ არის. „ტულონს“ კი სურს, რომ ამ გარემოებით ისარგებლოს და ქართველი უკანახაზელი მათ რიგებში თამაშზე დაიყოლიოს.

Dicodusport-ი წერს, რომ ნინიაშვილი გადაბირებით კიდევ ერთი ფრანგული კლუბი, „სტად როშელი“ არის დაინტერესებული, რომელმაც ქართველ მორაგბესთან კონტაქტიც დაამყარა.

ცნობისთვის, ტოპ 14-ის გასულ სეზონში „ტულონი“ სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე გავიდა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ამავე სტადიაზე ითამაშა „სტად როშელმაც“, რომელმაც რეგულარული გათამაშება მე-5 ადგილზე დაასრულა. „ტულონი“ საჩემპიონო ბრძოლას 1/4 ფინალიდან გამოეთიშა, „როშელმა“ კი ნახევარფინალში შეძლო გასვლა.

რაც შეეხება ნინიაშვილის ამჟამინდელ კლუბს, „ლიონმა“ გათამაშება მე-11 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფრანგული მედია: პსჟ-მა კვარაზე უარი თქვა და უფრო იაფიანი გამოსავალი იპოვა
ფრანგული მედია: პსჟ-მა კვარაზე უარი თქვა და უფრო იაფიანი გამოსავალი იპოვა