„ილია მაქსს დიდ პრობლემას შეუქმნის“ - თოფურიას ყოფილი მეტოქე
UFC-ში, ილია თოფურიას პირველმა მეტოქემ, იუსეფ ზალალმა „ელ მატადორისა“ და მაქს ჰოლოუეის შესაძლო საჩემპიონო ბრძოლაზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა და მიაჩნია, რომ ქართველი მებრძოლი ჩემპიონის ქამარს დაიცავს.
რას ამბობს ზალალი:
„მაქს ჰოლოუეი ძალიან მიყვარს, ორგანიზაციაში ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია. მისი და ილიას ბრძოლა ნამდვილად შესანიშნავი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ილია მაქსს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ის კვლავ დარჩება ჩემპიონად, ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ“.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ მაროკოელმა მებრძოლმა თოფურიასთან შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ ის ილიასთვის UFC-ში ყველაზე რთული მეტოქე იყო:
„ილია თოფურიასთვის ყველაზე რთული მეტოქე მე ვიყავი. ჯოშ ემეტსაც გადაწყვეტილებით მოუგო, მაგრამ გამარჯვება არ გასჭირვებია. როცა რაუნდს 7:10-ს აგებ, სალაპარაკოც არაფერია. ილიამ დააფინიშა მებრძოლი, რომელსაც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში არც ერთხელ წაუგია (ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე საუბრობს) და ვოლკის წაგებამ გული მატკინა, თუმცა, მივხვდი, როგორც მებრძოლს, რა შემიძლია“.
იუსეფ ზალალს MMA-ში 20 ბრძოლა აქვს გამართული. აქედან, მაროკოელმა 14 ბრძოლაში გაიმარჯვა, 5-ში დამარცხდა, ერთიც კი ფრედ დაასრულა.