ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„დი ლორენცო და ხვიჩა რჩებიან! კვარას კი მხოლოდ ორი ვარიანტი დარჩა“ - იტალიური მედია

გავლენიანი სპორტული გამოცემა Sky Sports-ის იტალიური ბიურო ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი დი ლორენცოს მომავლის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ორივე ფეხბურთელი მომავალ სეზონში კვლავ ნეაპოლურ კლუბში ითამაშებს.

რა წერია სტატიაში:

„დი ლორენცო „ნაპოლიში“ დარჩება, ისევე როგორც კვარაცხელია. გუნდმა ქართველი შემტევის გაყიდვის შესაძლებლობა დახურა, ახლა კი გასარკვევია, განაახლებს თუ არა კვარაცხელია კონტრაქტს. „ნაპოლის“ წინადადება მკაფიოა და ამის გამო ქართველს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს: დარჩეს გუნდში ძველი კონტრაქტით, რომელიც ანაზღაურების სახით სეზონში 1.5 მილიონ ევროს ითვალისწინებს და ამით, მომავალ სეზონში გუნდის დატოვების უფრო მეტი შანსი ექნება, ან მიიღოს ახალი შეთავაზება, რაც 5.5 მილიონ ევრომდე გაზრდილ ხელფასს გულისხმობს“.

ნეაპოლური კლუბი ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაა აქტიურად აწარმოებს, თუმცა, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებენ. ბოლო ინფორმაციით, ქართველი შემტევის გარემოცვა ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს ითხოვს, „ნაპოლი“ კი მზადაა კვარას წლიურად 5.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას კონტესთან პროგრესი ექნება, უნდა დარჩეს, სხვა გზა არც აქვს“
„კვარას კონტესთან პროგრესი ექნება, უნდა დარჩეს, სხვა გზა არც აქვს“