მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი, ჯონ ვან ლოენი
Aa
Aa

„იყავი კაცი და აღიარე, რომ არასწორად მოიქეცი“ - ვეტერანმა ნიდერლანდელმა მიქაუტაძე გააკრიტიკა

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა და შემდგომში მწვრთნელმა, ჯონ ვალ ლოენმა პოდკასტ De Oranjekantine-ში გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც ქართველი შემტევი „აიაქსში“ თამაშობდა, მას დახმარება რამდენჯერმე შესთავაზა, თუმცა, მიქაუტაძემ დახმარებაზე უარი თქვა.

რას ამბობს ვან ლოენი:

„მიქაუტაძე „აიაქსში“ ყოფნის პერიოდში თავს კარგად ნამდვილად არ გრძნობდა, ამიტომ დახმარება შევთავაზე. მესიჯი მივწერე, შემეძლო თუ არა რაიმით დახმარება, ვახშამზე დავპატიჟე და დამთანხმდა, თუმცა, მოგვიანებით გააუქმა და აღარ შემხვდა. მის გამო ვან ტსხიპსაც დავურეკე“.

„ბევრი მოთამაშეა, რომლებიც ამბობენ, რომ აიაქსი მათ სათანადოდ არ მოექცა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სრული სისულელეა. როდესაც ახალ კლუბში გადადიხარ, ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო, სახლი უნდა მოძებნო. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ, მიქაუტაძესთან ლაპარაკის მცდელობა მქონდა, მაგრამ ის ინგლისურადაც ვერ საუბრობს და არც მგონია, რომ ისწავლის. ეს მდგომარეობა ნაწილობრიც კი არა, თავიდან-ბოლომდე მისი ბრალია. არ მაინტერესებს, როდესაც ის „აიაქსს“ აკრიტიკებს, უსამართლოდ და არასწორად იქცევა. უბრალოდ, იყავი კაცი და აღიარე, რომ არასწორად მოიქეცი!“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც გიორგი მიქაუტაძე „აიაქსიდან“ „მეცში“ იჯარის წესით დაბრუნდა, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს თქვა, რომ ამსტერდამულ კლუბში მას უსამართლოდ მოექცნენ და ბინის მოძებნაშიც კი არ დაეხმარნენ. ქართველმა შემტევმა, ქართველმა შემტევმა „აიაქსის“ ხელმძღვანელები არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულა.

საბოლოოდ, „მეცმა“ მიქაუტაძე 2023/24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გამოისყიდა და დიდი ალბათობით, მომავალი სეზონისთვის საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ „მონაკოში“ გაყიდის.

ცნობისთვის, გეტყვით, რომ ჯონ ვან ლოენი 1991-1993 წლებში „აიაქსში“ თამაშობდა. სამწვრთნელო კარიერაში კი 2022 წელს თბილისის „ლოკომოტივს“ წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას კონტესთან პროგრესი ექნება, უნდა დარჩეს, სხვა გზა არც აქვს“
„კვარას კონტესთან პროგრესი ექნება, უნდა დარჩეს, სხვა გზა არც აქვს“