ტიაგო ალკანტარამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
33 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ინფორმაციას რამდენიმე ავტორიტეტული ევროპული გამოცემა და ცნობილი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო ავრცელებენ.
რომანოს ინფორმაციით, ალკანტარა საქმიანობას კვლავ საფეხბურთო სფეროში გააგრძელებს და დიდი ალბათობით, მწვრთნელი გახდება.
ტიაგო ალკანტარას ბოლო კლუბი „ლივერპული“ იყო, თუმცა, ტრავმების გამო თავისი თვისებების სრულფასოვნად გამოვლენის შესაძლებლობა არ მიეცა.
33 წლის ფეხბურთელმა „ლივერპულთან“ ერთად ბოლო ორი სეზონის განმავლობაში 2 ტიტული მოიგო, მანამდე კი „ბაიერნში“ (15 ტიტული) და „ბარსელონაში“ (10 ტიტული) თამაშობდა. „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“ ალკანტარამ ორჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.
ტიაგოს ესპანეთის ნაკრებში დებიუტი 2011 წლის 10 აგვისტოს ჰქონდა და საერთო ჯამში, „ფურია როხას“ მაისურით 46 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.