ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მთელი ქვეყანა ნაკრების გარშემო გაერთიანდა“ - სანიოლის განცხადება

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ქართველ გულშემატკივარს ეროვნული ნაკრების თანადგომისთვისმადლობა გადაუხადა.

რას წერს სანიოლი:

„როგორი გამოცდილება!!! მთელი ქვეყანა ეროვნული ნაკრების გარშემო გაერთიანდა. დიდი მადლობა თითოეულ ნამდვილ ქართველ გულშემატკივარს ამ ფანტასტიკური მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. და ყველა ჩემს ფეხბურთელს - ყველა მიყვარხართ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალში კვალიფიცირება შეძლო. ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც 1/8 ფინალში ესპანეთის ნაკრებთან 4:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიას 2:0 მოუგო, ჩეხეთთან ფრედ, 1:1 ითამაშა, თურქეთის ნაკრებთან კი 3:1 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას კონტესთან პროგრესი ექნება, უნდა დარჩეს, სხვა გზა არც აქვს“
„კვარას კონტესთან პროგრესი ექნება, უნდა დარჩეს, სხვა გზა არც აქვს“