დავით ხოჭოლავა
Aa
Aa

ეს ყველაფერი საშინლად მომენატრება - ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა

„კოპენჰაგენისა’’ და საქართველოს ეროვნული ნაკრების 31 წლის ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა მძიმე ტრავმების გამო დაასრულა. ინფორმაცია „კოპენჰაგენის'' ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

დავით ხოჭოლავა: „ეს იყო რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილება.

ნამდვილად ვეცადე, უთვალავი საათი გავატარე იმაზე მუშაობაში, რომ დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს დაბრუნება არ გამოვა. რთულია, მაგრამ ნათელია, ჯანმრთელობა პრიორიტეტია.

„კოპენჰაგენში’’ ფანტასტიკური დრო გავატარე. დიდი მეგობრობა ვიგრძენი, მოედანზე ფანტასტიკური გამოცდილება მივიღე, ძლიერი კავშირი კლუბთან, ქალაქთან და ქომაგებთან.

ეს ყველაფერი საშინლად მომენატრება, მაგრამ არასდროს დამავიწყება რამდენად დიდი მხარდჭერა ვიგრძენით აქ მე და ჩემმა ოჯახმა, არამარტო ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში, როცა როცა რუსეთმა უკრაინაზე შეტევა დაიწყო. აქ დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობდი. ყოველთვის მადლიერი ვიქნები’’.

ახლა ჩემს ოჯახთან ერთად უნდა გავარკვიო როგორი იქნება მომავალი. მომენატრება ფეხბურთი და მის გარშემო ცხოვრება, მაგრამ ის ასევე ხსნის კარს, რომ ცხოვრების სხვა მხარეები აღმოაჩინო ოჯახთან და მეგობრებთაან ერთად’’.

„კოპენჰაგენის’’ მთავარი მწვრთნელი იაკობ ნესტრუპი: „ფორმის პიკზე მყოფი მის პოზიციაზე კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო’’

შეგახსენებთ, 2021 წლის ზაფხულში „შახტარიდან’’ „კოპენჰაგენში’’ გადავიდა. დანიურ კლუბში 62 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. 2021-22 წლების სეზონში დანიის ჩემპიონი გახდა.

„კოპენჰაგენში'' გადასვლამდე „შახტართან'' ერთად უკრაინის ჩემპიონი სამჯერ გახდა (2017–18, 2018–19, 2019–20).

ჩემპიონთა ლიგაზე „შახტარისა'' და „კოპენჰაგენის'' რიგებში საერთო ჯამში 16 მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ის აქტივში 39 შეხვედრაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები