“ფული საკმარისზე მეტი მაქვს“ - დე ბრუინმა ჭორებს წერტილი დაუსვა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და ყოველდღიურად არაერთი სიახლე გვხვდება. ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება კევინ დე ბრუინის შესახებ.
ბელგიელ ნახევარმცველს საუდის არაბეთში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ. მეტიც მას, მოლაპარაკების დაწყებაც კი დააბრალეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მან.სიტის სუპერვარსკვლავმა საჯარო განცხადება გააკეთა და ყველა ჭორს წერტილი დაუსვა.
დე ბრუინი:
„მე საკმაოდ მშვიდი ზაფხული მექნება. არასდროს მითქვამს, რომ წასვლას ვაპირებ. ფული საკმარისზე მეტი მაქვს, მაგრამ, თუ აბსურდულ თანხას შემომთავაზებენ.. ეს ჩემი ოჯახისთვის, ნათესავებისთვის, ახლობლებისთვის, შვილიშვილების, შვილთაშვილებისთვის და მეგობრებისთვის კარგი იქნება.“
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში გადაბარგებას მანჩესტერ სიტის კიდევ ერთ ფეხბურთელს ედერსონს უკავშირებენ. ბრაზილიელ კარის დარაჯს გუნდის შეცვლაზე პრობლემა არ აქვს და სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში ქალაქელებს დატოვებს.