მონტელა: “საერთო ჯამში კარგი ტურნირი გვქონდა“
ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ნიდერლანდებმა თურქეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ კომენტარი გააკეთა.
მონტელა:
„არდამ ამ ტურნირზე ძალიან კარგად ითამაშა. მას არასდროს უთამაშია ასე თანმიმდევრულად ასეთ დონეზე. ეს მისთვის დიდი გამოცდილებაა. გიულერი ჯერ 20 წლისაც არ არის და ეს ტურნირი მას გაზრდის. ჩვენ ვაჩვენეთ, რაც შეგვეძლო. საერთო ჯამში კარგი ტურნირი გვქონდა. 90 წუთში იმდენი მატჩი მოვიგეთ, რამდენიც ნიდერლანდებმა.
ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. ისინი საოცარი სულისკვეთებით გამოვიდნენ. ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით. აბსოლუტურად ყველა იმსახურებს იმ სიყვარულს, რომელსაც ახლა იღებენ. ამ ჩემპიონატის შემდეგ, თურქეთს გაცილებით დიდი პატივისცემა ექნება."
შეგახსენებთ, რომ მეორე ტაიმის 70-ე წუთამდე თურქეთი 1:0-ს იგებდა და დე ვრაიმ წონასწორობა აღადგინა. შემდეგ კი 76-ე წუთზე მიულდურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ნიდერლანდებმა მოიგო.
რონალდ კუმანის გაწვრთნილი ნაკრები ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.