რონალდ კუმანი
Aa
Aa

“ძალიან დავიტანჯეთ“ - კუმანი თურქეთთან მატჩის შემდეგ

ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ნიდერლანდებმა თურქეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა.

კუმანი:

„მთელი ერისთვის ეს რაღაც განსაკუთრებულია. ჩვენ პატარა ერი ვართ და ნახევარფინალში გავედით ინგლისთან, ესპანეთთან და საფრანგეთთან ერთად. ამაყები ვართ. დღეს ძალიან დავიტანჯეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე თამაშების მოგება ადვილი არ არის. ჩემმა ფეხბურთელმა ამისთვის ყველაფერი გააკეთეს. ზოგჯერ გვაკრიტიკებენ, რომ სხვა ნაკრებებთან შედარებით მუხტი არ გვაქვს. კარგი მეორე ნახევარი იყო. დავიტანჯეთ, მაგრამ ნახევარფინალში თამაშის შესაძლებლობა დიდი წარმატებაა.

საკმაოდ კარგად დავიწყეთ. მემფის დეპაის დიდი შანსი ჰქონდა, მაგრამ თამაში 20 წუთის შემდეგ შეიცვალა. ვერ ვიპოვეთ სივრცე და ამან ჩვენს კართან მომენტები გამოიწვია. როდესაც ბურთს ვკარგავდით თურქეთი დომინირებდა. მათ ენთუზიაზმი და ხარისხი ჰქონდათ. შემდეგ გოლი გავუშვით და ჩემთვის ცხადი იყო, რომ ვეგჰორსტი უნდა გამომეყვანა.

ასეთმა გამარჯვებამ ძალიან კარგი განცდა დაგვიტოვა. ახლა ინგლისთან მატჩისთვის ძალები უნდა აღვიდგინოთ. ვფიქრობ, ფიზიკურ მომზადებაში დიდი სხვაობა არ არის, თუმცა უნდა ვიმოგზაუროთ და ეს რაღაც კუთხით პრობლემაა, თუმცა ფიზიკური მომზადება საბოლოო შედეგზე გავლენას არ მოახდენს.“

შეგახსენებთ, რომ მეორე ტაიმის 70-ე წუთამდე თურქეთი 1:0-ს იგებდა და დე ვრაიმ წონასწორობა აღადგინა. შემდეგ კი 76-ე წუთზე მიულდურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ნიდერლანდებმა მოიგო.

რონალდ კუმანის გაწვრთნილი ნაკრები ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები