საბა ლობჟანიძე, ატლანტა იუნაიტედი
Aa
Aa

ეფექტური მოძრაობა და ულამაზესი შესრულება - ლობჟანიძემ MLS-ში გაიტანა

MLS-ში „რეალ სოლტ ლეიკმა’’ „ატლანტა იუნაიტედი’’ 5:2 დაამარცხა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, მასპინძლები პირველ წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა 31-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ ულამაზესი გოლი შექმნა, ბურთი თანაგუნდელთან ოსტატურად გაითამაშა და დაბალ კუთხეში მოჭრილი დარტყმით შეაგდო.

69-ე წუთზე, როცა ანგარიში 3:1 იყო, საბა შეცვალეს. საბოლოოდ, მისი გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ევრო 2024-ზე ესპანეთთან მარცხის შემდეგ საბა საქართველოში არ დაბრუნებულა, ამერიკაში გაემგზავრა, „ნიუ ინგლენდთან'' ცვლილებაზე ითამაშა, დღეს კი სასტარტოში იყო და ამ შესანიშნავი გოლით დაეხმარა გუნდს, თუმცა „ატლანტა იუნაიტედისთვის'' სეზონი ცუდად მიდის, 22-დან 6 თამაში მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 10 დათმო. აღმოსავლეთ კონფერენციაში 24 ქულით მე-10 ადგილზეა.

29 წლის ქართველმა გარემარბმა ამ სეზონში MLS-ში 18 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე კვარას თვისებების მაქსიმალურად გაძლიერებას გეგმავს
კონტე კვარას თვისებების მაქსიმალურად გაძლიერებას გეგმავს