კოპა ამერიკა | ურუგვაიმ ბრაზილიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ერთმანეთს ბრაზილია და ურუგვაი დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ უხეში და მძიმე გამოდგა.
პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა მომენტები ბევრი არ იყო. მეორე ტაიმში ბურთს ბრაზილია ფლობდა, მაგრამ ურუგვაიმ გაცილებით მეტი ხიფათი შექმნა.
77-ე წუთზე ურუგვაის ნაჰითან ნანდესი გაუძევეს, მაგრამ ამით სელესაომ ვერ ისარგებლა. 90 წუთი ფრედ 0:0 დასრულდა.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო. ბრაზილიელთა მხრიდან თერთმეტმეტრიანები ედერ მილიტაომ და დუგლას ლუისმა ვერ გამოიყენეს, ხოლო ურუგვაის მხრიდან ხიმენესმა. ჯამში ფედე ვალვერდეს გუნდმა 4:2 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც კოლუმბიას დაუპირისპირდება.