მურატ იაკინი
Aa
Aa

“სახლში წასვლას არ ვიმსახურებდით“ - იაკინი ინგლისთან წაგების შემდეგ

ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ინგლისი შვეიცარიას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. 120 წუთი 1:1 დასრულდა და სამმა ლომმა გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა კომენტარი გააკეთა.

იაკინი:

„ეს მტკივნეულია. მთელი ენერგია ჩავდეთ და არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით. ქვეყნის და ბიჭების გამო თავს ცუდად ვგრძნობ. ინგლისს ბევრი მომენტი არ ჰქონდა და ჩვენ მათზე მეტი გავაკეთეთ. სახლში წასვლას არ ვიმსახურებთ, მაგრამ ამ ნაკრებით ვამაყობ.

ახლა ვერანაირი სიტყვა ვერ მანუგეშებს. ჩემს ფეხბურთელებს ასეთი დიდებული თამაშისთვის მადლობა გადავუხადე. ახლა ღრმა მწუხარებას განვიცდით და ამას უნდა გავუძლოთ, მაგრამ ამის პარალელურად საოცარი სიამაყის გრძნობა გვაქვს. მთლიანობაში ევროპის ჩემპიონატზე ძალიან წარმატებულად გამოვედით.“

შეგახსენებთ, რომ საუთგეიტის გუნდის მხრიდან პენალტები პალმერმა, ბელინგემმა, საკამ, ტონიმ და ალექსანდრ-არნოლდმა შეასრულეს. შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში ნიდერლანდებსა და თურქეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შვეიცარია დამარცხებულია - ინგლისი ნახევარფინალში გავიდა
შვეიცარია დამარცხებულია - ინგლისი ნახევარფინალში გავიდა