შვეიცარია დამარცხებულია - ინგლისი ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

შვეიცარია დამარცხებულია - ინგლისი ნახევარფინალში გავიდა

ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ინგლისი შვეიცარიას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. 120 წუთი 1:1 დასრულდა და სამმა ლომმა გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა.

მატჩი არასანახაობრივი გამოვიდა. გუნდები მომენტებს ვერ ქმნიდნენ და ტემპიც საკმაოდ ნელი იყო.

პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში ანგარიში შვეიცარიამ გახსნა. 75-ე წუთზე თავი ემბოლომ გამოიჩინა. ზუსტად 5 წუთში ბუკაიო საკამ ყუმბარისებული დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

პენალტების სერია შვეიცარიამ ცუდად დაიწყო. პირველივე თერთმეტმეტრიანი აკანჯიმ გააფუჭა და ამის შემდეგ ინგლისმა ხუთივე პენალტი ზუსტად შეასრულა.

საუთგეიტის გუნდის მხრიდან პენალტები პალმერმა, ბელინგემმა, საკამ, ტონიმ და ალექსანდრ-არნოლდმა შეასრულეს. შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში ნიდერლანდებსა და თურქეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები