პეპ გუარდიოლა, ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

ბაიერნს მწვრთნელი სჭირდება - ზვერევის ემოციური მიმართვა გუარდიოლას

უიმბლდონის პრესტიჟული ტურნირის 1/16-ფინალში ალექანდრ ზვერევმა კემერონ ნორი დამაჯერებლად დაამარცხა ( 6-4 6-4 7-6 (17-15). გამარჯვების შემდეგ ზვერევმა პეპ გუარდიოლასა და მიუნხენის „ბაიერნზე'' ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ „ბაიერნის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვენსან კომპანი დაინიშნა, ზვერევის თქმით „ბაიერნს'' მწვრთნელი სჭირდება და ეს სწორედ გუარდიოლა უნდა იყოს, რომელიც 2013-16 წლებში „ბაიერნს'' წვრთნიდა.

ზვერევმა პეპს მიმართა: „როცა აქ თქვენ დაგინახეთ, რამდენიმე გეიმი ვნერვიულობდი. თქვენს წინაშე თამაში პრივილეგიაა.

„ბაიერნს’’ მწვრთნელი სჭირდება.

თუ თქვენ ფეხბურთით დაიღლებით, შეგიძლიათ საჩოგბურთო კორტზე ჩემი მწვრთნელი გახდეთ''.

გუარდიოლას მთავარი მწვრთნელობისას „ბაიერნმა'' ბუნდესლიგა სამჯერ მოიგო (2013–14, 2014–15, 2015–16), თუმცა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია, ჩემპიონთა ლიგაზე აღნიშნული სამი სეზონი ბავარიული კლუბისთვის წარუმატებელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები