მანჩესტერ იუნაიტედი, ჟირონა, დონი ვან დე ბეეკი
Aa
Aa

500 000 ევროს სანაცვლოდ - ვან დე ბეეკი ჟირონაში გადავა

ამსტერდამის აიაქსიდან წასვლის შემდეგ, დონი ვან დე ბეეკის კარიერა რეგრესს განიცდის. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა საკუთარი თავი ვერცერთ გუნდში ვერ იპოვა.

გამოცემა RELOVO იუწყება, რომ ვან დე ბეეკი კარიერას ჟირონაში გააგრძელებს, რომელიც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და რა თქმა უნდა, ახლა შემადგენლობის გაძლიერება მათი პრიორიტეტია.

საინტერესოა სატრანსფერო ღირებულება. ერთ დროს 45 მილიონ ევროდ ნაყიდი ნიდერლანდელი ესპანურ კლუბში 0.5 მილიონი ევროს, ანუ 500 000 ევროს სანაცვლოდ გადავა. მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ და სულ მალე ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ვან დე ბეეკი 2020 წელს აიაქსიდან მანჩესტერ იუნაიტედში 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა მისი წითელ ეშმაკური კარიერა არ აეწყო.

27 წლის ნახევარმცველი იჯარის წესით ჯერ ევერტონში გადავიდა, ხოლო შემდეგ ფრანკფურტის აინტრახტში. გასული სეზონი მან სწორედ გერმანულ გუნდში გაატარა. იუნაიტედთან კონტრაქტი კი 2025 წლის ივნისში უმთავრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Uefa: აქ პენალტი არ იყო, ხელს სხეულის ფართობი არ გაუზრდია
Uefa: აქ პენალტი არ იყო, ხელს სხეულის ფართობი არ გაუზრდია