მიზეზი მცირე სათამაშო დროა - კვეკვესკირი ლეხს დატოვებს
CrystalSport-ის ცნობით, პოზნანის „ლეხის’’ 32 წლის ქართველი ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი დიდი ალბათობით გუნდს დაემშვიდობება. მიზეზი მცირე სათამაშო დროა.
32 წლის ნახევარმცველს, რომელმაც ევრო 2024-ზე მხოლოდ ესპანეთთან ითამაშა (ცვლილებაზე), პოზნანურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა სათამაშო დროის სიმცირის გამო მის გეგმებში კლუბის შეცვლა შედის.
ნიკას საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ჩემპიონატებში უთამაშია. 2021 წლის ზამთარში თავისუფალი აგენტის სტატუსით პოზნანის „ლეხის'' ფეხბურთელი გახდა, 2021-22 წლების სეზონში „ლეხთან'' ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა. „ლეხისთვის'' ჩატარებულ 123 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა.
2015 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 61 მატჩი ჩაატარა. საბერძნეთთან ისტორიულ მატჩში გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური (იხილეთ).