ტონი კროოსი
Aa
Aa

“დაგინახეთ, განვიცადეთ და გაგიცანით“ - კროოსის გამოსამშვიდობებელი წერილი

როგორც მოგეხსენებათ, ტონი კროოსმა კარიერა დაასრულა. ლეგენდარულმა გერმანელმა ბოლო მატჩი ევრო 2024-ზე ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარა.

დღეს უკვე ყოფილი ფეხბურთელი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

რას წერს კროოსი?

„2023 წლის 29 სექტემბერი. ტელეფონი რეკავს, ნაგელსმანი იყო. ვუპასუხე.. მოთხოვნა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება. არა, სულელი არ ვარ. გულმა კი სხვა რამ მიკარნახა. როგორც იცით, ასეთ რაღაცებს ხშირ შემთხვევაში გული წყვეტს.

რა იყო ჩემი პირველი ფიქრი ამ დილით? უკვე წაგებული მატჩის და იმედგაცრუების შემდეგ? მოხარული ვარ, რომ ეს გავაკეთე. ამ ნაკრებში ყოველთვის იმას ვხედავდი, ვიდრე ისინი აჩვენებდნენ. მიუხედავად ამისა, არ ველოდი, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი გვექნებოდა. ვამაყობ, რომ ამ გუნდს ეს შეეძლო. განსაკუთრებული მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ეს საშინაო ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული გახადა.

ჩვენ დაგინახეთ, განვიცადეთ და გაგიცანით! პირად დონეზე, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სითბოსთვის და სიყვარულისთვის. ეს ძალიან განსაკუთრებული შეგრძნება იყო. და ბოლოს თხოვნა მაქვს.. ახლა, როცა გერმანიამ საკუთარი ფავორიტის სტატუსი დაიბრუნა, გთხოვთ ეს ხელიდან არ გაუშვათ. ამ გუნდის გზა უნდა გაგრძელდეს. ერთ რამეში შემიძლია დაგარწმუნოთ. ეს არის დიდი ადამიანების ჯგუფი, რომელიც წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს.

გერმანია ისევ ცოცხალია!! ახლა კი მინდა პედრის მივმართო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.. პატიებას გთხოვ და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. ცხადია, ჩემი განზრახვა შენი დაშავება არ იყო. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ, დიდი მოთამაშე ხარ.“

View this post on Instagram

A post shared by Toni Kroos (@toni.kr8s)

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იამალი, კანტე, ნოიერი | ევროს მე-18 დღის გამორჩეული ფაქტები
იამალი, კანტე, ნოიერი | ევროს მე-18 დღის გამორჩეული ფაქტები