მარკ კუკურეია
Aa
Aa

Uefa: აქ პენალტი არ იყო, ხელს სხეულის ფართობი არ გაუზრდია

გერმანია ესპანეთის შეხვედრაში მარკ კუკურეიას ხელით თამაშსა და არდანიშნულ პენალტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, პენალტი უეფა-ს რეკომენდაციით არ დაინიშნა.

„უეფას სახელმძღვანელოს მიხედვით, ეს ეპიზოდი პენალტად არ უნდა შეფასებულიყო, რადგან კუკურეიას ხელი დაშვებულია, ვერტიკალურია და არ ზრდის სხეულის ფართობს არაბუნებრივად“,

- წერს ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი.

„ევროპის წინ გამართულ უეფას ბრიფინგზე ხელით თამაშის საკითხებზე, მოყვანილი იქნა კონკრეტული მაგალითი - იგივე, რაც მარკ კუკურეიას შემთხვევაში. ითქვა, რომ ეს ხელით თამაშისთვის ეს წესების დარღვევად არ უნდა ჩაითვალოს.

მკლავი ახლოს არის სხეულთან, მიმართულია ძირითადად ვერტიკალურად ქვემოთ და/ან სხეულის ხაზის უკან“,

- წერს ESPN-ის რეპორტიორი დეილ ჯონსონი.

გერმანელები ამ დრომდე თვლიან, რომ მუსიალას დარტყმის მომენტში პენალტი დასანიშნი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იამალი, კანტე, ნოიერი | ევროს მე-18 დღის გამორჩეული ფაქტები
იამალი, კანტე, ნოიერი | ევროს მე-18 დღის გამორჩეული ფაქტები