მონაკო, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

“იმედი მაქვს შეთანხმება შედგება“ - მონაკოს დირექტორი მიქაუტაძეზე

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით რამდენიმე კლუბი ინტერესდება. ყველაზე მეტს კი მონაკო აქტიურობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მონაკოს გენერალურმა დირექტორმა ტიაგო სკურომ ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა L’EQUIPE-სთან ისაუბრა.

რა თქვა სკურომ?

„სატრანსფერო ფანჯარა ცოტა ხნის წინ გაიხსნა და ჯერჯერობით მშვიდად ვარ. ახალი თავდამსხმელის ძიებაში ვართ. ამ პოზიციაზე ორი კარგი ფეხბურთელი უკვე გვყავს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი მიქაუტაძის დამატებაა. მას ვესაუბრებით და იმედი გვაქვს შეთანხმება შედგება.

ზოგადად, მოლაპარაკება ყოველთვის სხვანაირია. გეტყვით, რომ გიორგისთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. იმედი მაქვს, მეცის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შევძლებთ. კლუბის ხელმძღვანელობასთან აქტიური კომუნიკაცია მაქვს და დადებით შედეგს ველოდებით.“

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით მონაკოს გარდა ლანსი და ლონდონის ვესტ ჰემი ინტერესდებიან.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელს საფრანგეთში დარჩენა სურს და მონაკო მისთვის მისაღები ვარიანტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე კვარას თვისებების მაქსიმალურად გაძლიერებას გეგმავს
კონტე კვარას თვისებების მაქსიმალურად გაძლიერებას გეგმავს