კონტე კვარას თვისებების მაქსიმალურად გაძლიერებას გეგმავს
ხვიჩა კვარაცხელია ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე იქნება. ამის შესახებ Corriere dello Sport-ის დღევანდელ გამოცემაში წერია.
„კონტე კვარაცხელიას 25 ივლისისთვის ნაპოლის საწვრთნელ ბაზაზე ელოდება. ამ დღეს ხვიჩას არდადეგები დასრულდება და ახალი მწვრთნელი მასთან მუშაობის დაწყებას შეძლებს.
კონტე კვარასთან შეხვედრამდე ვერ ითმენს ისე სურს, რომ ქართველთან ისაუბროს ფეხბურთზე, ტაქტიკაზე და ფანტაზიაზე. ანტონიოს სურს თავის მიზანს უფრო მიუახლოვდეს და ამისთვის საკუთარი თვისებების გამოვლენა სჭირდება. კვარაცხელია კი მას გეგმების სისრულეში მოსაყვანად სჭირდება.
სანამ კვარა შვებულებაშია, იქამდე კონტე იმუშავებს გუნდის შექმნაზე, რომელსაც ხვიჩას ტექნიკური თვისებების კიდევ უფრო გაძლიერება შეეძლება.
როგორი იქნება მისი როლი? კვარას შეეძლება მოძრაობდეს და პოზიციას იცვლიდეს ნახევარდაცვიდან ზემოთ საჯარიმოსკენ. ის კონტეს ხელში არ იქნება მხოლოდ გარემარბი ან მხოლოდ შემტევი ნახევარმცველი. ის გაჰყვება გუნდის მოძრაობებს და ხშირად მეორე ფორვარდი იქნება. კვარა იქნება ხაზების დამკავშირებელი.
კონტე მისგან ბევრს ელის. პირველ რიგში დაცვაში მუშაობას, ასევე თავგანწირვასა და ხელმისაწვდომობას. ასევე ჩვეულებრივ კონკრეტულობას მეტოქის კარის არეში“.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე „ნაპოლი“ და კვარა შეთანხმებას ვერ ახერხებენ. პსჟ ხვიჩას გაფორმებას კვლავ ცდილობს.