ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„კვარას კონტესთან პროგრესი ექნება, უნდა დარჩეს, სხვა გზა არც აქვს“

იტალიელი ჟურნალისტი ენრიკო ვარიალე Radio Capri-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ საუბრობს და მის პოზიციას აფიქსირებს.

ვარიალე თვლის, რომ კვარა დარჩება და მას კონტეს ხელში პროგრესის შესაძლებლობა ექნება.

„ვფიქრობ, რომ ის ხელშეკრულებას განაახლებს. ნაპოლიმ ფეხბურთელი ლოგიკური არჩევანის წინაშე დააყენა: მას ჯერ კიდევ აქვს კონტრაქტით გათვალისწინებული 3 წელი ძალაში. კლუბს მისი ხელფასის გაზრდა სურს, მაგრამ არა იმდენად, რამდენსაც პსჟ სთავაზობს.

ნაპოლის არ სურს მისი დათმობა. შესაძლოა მომდევნო წლებში ხვიჩას კონტრაქტს გამოსასყიდი ღირებულება დაემატოს. თუმცა, თუ ის რისკზე წავა და კონტრაქტის განახლებას არ დაეთანხმება, დარჩენილი სამი წელი მას ამჟამინდელ ანაზღაურებაზე მოუწევს თამაში. ხვიჩას დათანხმების გარდა სხვა გზა არც აქვს.

ჩემი გადმოსახედიდან კარგი იქნება, თუ ხვიჩა ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რადგან მას ანტონიო კონტესთან პროგრესის შესაძლებლობა ექნება, როგორც ხარისხობრივად, ასევე საფეხბურთო ზრდის თვალსაზრისით“.

- ამბობს ვარიალე.

შეგახსენებთ, რომ მხარეები ახალ კონტრაქტზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. „ნაპოლის“ ხვიჩასთვის 7 მილიონის გადახდა ახლავე არ სურს. კლუბი მხოლოდ 5 მილიონ ევროზეა თანახმა, ისიც ბონუსების ჩათვლით და არა სრულად. როგორც ცნობილია, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი ასეთი პირობების მიღებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Irish Mirror: სანიოლი ჩვენთან გამოირიცხა, სფფ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო
Irish Mirror: სანიოლი ჩვენთან გამოირიცხა, სფფ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო