რობერტო მარტინესი
Aa
Aa

„დაცვაში კარგად ვითამაშეთ, გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა“ | რობერტო მარტინესის კომენტარი

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა საფრანგეთთან გამართული შეხვედრა შეაფასა. „სელესაო“ პენალტების სერიაში დამარცხდა და ესპანელმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა.

„სამწუხარო მომენტი და დასანანი შედეგი, რადგან ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რისთვისაც ვმუშაობდით და პორტუგალიური ფეხბურთის ღირებულებები წარმოაჩინეს. დასანანი ფინიში ვიხილეთ და გულშემატკივრები გაბედნიერებას იმსახურებდნენ, მაგრამ უკან არ დაგვიხევია და მაქსიმუმი გავიღეთ.

დაცვაში კარგად ვითამაშეთ, გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა და განსხვავება შექმნა იმან, რომ მეტოქის კარი ვერ ავიღეთ. დღეს პენალტების სერიაში არ გაგვიმართლა და სასტიკი შედეგი მივიღეთ. ეს გამოცდილება ჩვენს ფეხბურთელებს გაზრდაში დაეხმარება. ვაჩვენეთ თამაში, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მომავალს სიამაყით დაველოდოთ.

პეპე ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. როგორც მწვრთნელი, უყურებ მის რეაქციას და ხვდები, რომ ნამდვილი მეომარია. ის, რაც დღეს და მთელი ტურნირის განმავლობაში, პეპემ გააკეთა, სამაგალითო იყო. გულშემატკივრებთან ჩემი მესიჯი ასეთია: დავმარცხდით, მაგრამ ამაყები ვართ. პორტუგალიურ სტილში, ყველაფერი გავაკეთეთ და არ გავჩერდებით“.

შეგახსენებთ, რომ მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, პენალტების სერია კი საფრანგეთმა 5:3 მოიგო და ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ჩემზე მაღლა როგორ დააყენეს?“ | შონ ომალი UFC-ის რეიტინგით უკმაყოფილოა
„ილია ჩემზე მაღლა როგორ დააყენეს?“ | შონ ომალი UFC-ის რეიტინგით უკმაყოფილოა