კილიან მბაპე, დიდიე დეშამი, ოლივიე ჟირუ
Aa
Aa

„ჟირუს შემოყვანის საშუალება არ მომცეს“ - დეშამმა მატჩი შეაფასა

პორტუგალიელებისთვის როგორც ძირითად, ასევე დამატებით დროში ბურთის გატანა საფრანგეთის ნაკრებმა ვერ შეძლო, თუმცა მიზანს 11-მეტრიანების სერიაში მიაღწია და მეტოქე 5:3 დაამარცხა. დაფიქსირებული შედეგით „სამფეროვნების“ დამრიგებელი დიდიე დეშამი კმაყოფილებას ვერ მალავდა.

რა თქვა დეშამმა

ეს იყო ძალიან თანაბარი მატჩი, სადაც გამარჯვება როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს შეეძლო. ვაღიარებ, რომ შესაძლოა ოვერტაიმში დაღლა უფრო მეტად ჩვენ შეგვეტყო.

ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით - დღევანდელი თამაშის შედეგი დეტალებმა გადაწყვიტა და მიხარია, რომ საუკეთესო ოთხეულში მოვხვდით, რაც ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთის ნაკრებისთვის ჩვეულ მოვლენად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ პენალტების სერია იმ კარისკენ დაინიშნა, რომლის უკანა ტრიბუნაზეც პორტუგალიელი გულშემატკივრები ისხდნენ, რაღაცნაირად მშვიდად ვგრძნობდი თავს. თუმცა, სერიის დაწყებამდე არბიტრმა მანერვიულა, რადგან შეცვლის გაკეთება და პენალტის დარტყმისთვის მოედანზე ოლივიე ჟირუს შეყვანა მინდოდა, რაზეც მან იგნორირება გამიკეთა.

მბაპე ძალიან დაღლილი იყო ჯერ კიდევ პირველ ტაიმში და ამიტომაც გადავწყვიტე მისი შეცვლა. მე მასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და კილიანს თავის მართლება არაფერზე არ სჭირდება.

დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბოლო ხუთი დიდი ტურნირიდან, ოთხში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მინიმუმ ნახევარფინალში გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფელიქსის გაფუჭებული პენალტი | საფრანგეთმა პორტუგალია დაამარცხა და ნახევარფინალშია
ფელიქსის გაფუჭებული პენალტი | საფრანგეთმა პორტუგალია დაამარცხა და ნახევარფინალშია