ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

„ისტორიული საღამო, შორს გასვლა შეგვიძლია“ | დე ლა ფუენტე მატჩის შემდეგ

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ გერმანიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ფურია როხამ“ „ბუნდესმანშაფტი“ დამატებით დროში დაამარცხა და დე ლა ფუენტე საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

„დღევანდელი მატჩი იყო იმ შეხვედრებს შორის, რომლებსაც გულშემატკივრების გულების მოგება შეუძლიათ. თავდადება და გუნდურობა მიზნების მიღწევაში გვეხმარება და ეს თამაში ისტორიაში დარჩება. 89-ე წუთზე გაშვებული გოლი დიდი დარტყმა იყო და სერიოზული ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. რამდენიმე წუთი დაგვჭირდა, რათა ნორმალურ მდგომარეობაში დავბრუნებულიყავით. დროის გასვლასთან ერთად, უნდა გაგვეაზრებინა, რომ გამარჯვება შეგვეძლო და ამ ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ.

კროოსის ეპიზოდი, როცა პედრის ეუხეშა? ვფიქრობ, წითელ ბარათს იმსახურებდა, თუმცა, თავის გასამართლებელი მიზეზების მოძებნა არ მინდა. დისკვალიფიცირებულ და ტრავმირებულ მოთამაშეებს სხვები ჩაანაცვლებენ. 26-ვე მზადაა მოედანზე გასასვლელად.

ისტორიული საღამო იყო. ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიეთ და როგორც ჩვენი ქვეყანა წარმოვაჩინეთ. ვნახოთ, რამდენად შორს შევძლებთ გასვლას, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ამ გუნდს დიდი მიზნების მიღწევა და შორს გასვლა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში ანგარიში ესპანეთმა, დანი ოლმოს გოლით გახსნა. გერმანიამ 89-ე წუთზე გაათანაბრა და თავი ფლორიან ვირცმა გამოიჩინა, საბოლოო ანგარიში კი 119-ე წუთზე, მიკელ მერინომ დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსამართლობა, გერმანია უკეთესი გუნდი იყო“ | კიმიხისა და კროოსის კომენტარები
„უსამართლობა, გერმანია უკეთესი გუნდი იყო“ | კიმიხისა და კროოსის კომენტარები