იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

„მარცხს არ ვიმსახურებდით“ - ნაგელსმანი ესპანეთთან მატჩის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის დამატებით დროში გერმანიის ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდთან 1:2 დამარცხდა და   „ფურია როხასთან“ მოუგებელი სერია 10 მატჩამდე გაზარდა. ბუნებრივია, თამაშის დასრულების შემდეგ, საბოლოო შედეგით იმედგაცრუებული იყო ბუნდესგუნდის ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი, რომელიც შეგირდების დამშვიდებას მაქსიმალურად შეეცადა.

რა თქვა ნაგელსმანმა

ვულოცავ ესპანელებს მომდევნო ეტაპზე გასვლა. პირველ ტაიმში შედარებით გახსნილი თამაში მიდიოდა. თუმცა, შესვენების შემდეგ, მე-60 წუთიდან მაინც, მეტოქეზე უკეთესები ვიყავით და მატჩის ბოლოს წონასწორობა სრულიად დამსახურებულად აღვადგინეთ.

მეტოქემ გამარჯვების ბურთი ბოლო შესაძლებლობით გაგვიტანა, რაც ჩემი აზრით იმის ბრალი იყო, რომ ფლანგებიდან მათზე სათანადო ზეწოლა ვერ განვახორციელეთ.

ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ გავარდნა არ დაუმსახურებიათ. გუნდში თავიდანვე არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო შექმნილი და თავი არ დაგვიზოგავს, რომ ქომაგები ჩემპიონობით გაგვეხარებინა, თუმცა სამწუხაროდ ტურნირს მტკივნეული მარცხის ფონზე გამოვეთიშეთ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნულ გუნდს კონტინენტის პირველობა ბოლოს 1996 წელს აქვს მოგებული, დიდ სანაკრებო ტურნირზე კი უკანასკნელად ათი წლის წინ გაიმარჯვა, როდესაც მუნდიალი ბრაზილიაში არგენტინის ნაკრების დამარცხებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამა პირველ მეოთხედფინალში | ესპანეთმა 119-ე წუთზე გაიტანა და ნახევარფინალშია
დრამა პირველ მეოთხედფინალში | ესპანეთმა 119-ე წუთზე გაიტანა და ნახევარფინალშია