ტონი კროოსი, იოზუა კიმიხი
Aa
Aa

„უსამართლობა, გერმანია უკეთესი გუნდი იყო“ | კიმიხისა და კროოსის კომენტარები

ევრო 2024-ის მასპინძელი, გერმანიის ნაკრები ტურნირს გამოეთიშა. „ბუნდესმანშაფტი“ მეოთხედფინალში, ესპანეთთან დამატებით დროში დამარცხდა - 1:1 (0:1 დ.დ) და მატჩის შემდეგ, იოზუა კიმიხმა და ტონი კროოსმა თავიანთი გუნდის თამაში შეაფასეს.

„ბედნიერი ვარ, რომ გერმანულ ფეხბურთს დავეხმარე უკეთესი გამხდარიყო, მაგრამ დღეს, ძალიან დამწუხრებულნი ვართ. დიდი მიზანი გვქონდა, მაგრამ ოცნება დაგვემსხვრა. როცა სასურველ შედეგთან ასე ახლოს ხარ, იმედგაცრუება ბევრად მწარეა. შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ გერმანულ ფეხბურთს იმედი კიდევ ერთხელ გავუჩინეთ, მაგრამ უაღრესად იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან მეტად შორს გვინდოდა გასვლა", - აღნიშნა კროოსმა.

„სამწუხაროდ, ძალიან უსამართლო შედეგი გვაქვს. მეორე ნახევარში და დამატებით დროში მეტოქეზე ბევრად უკეთესი ვიყავით. ესპანელები ცდილობდნენ, თავი გადაერჩინათ და პენალტების სერიამდე მიეღწიათ. გოლის გაშვების შემდეგ, ორი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა და დამატებით დროში, ხელით თამაშისთვის პენალტი უნდა დანიშნულიყო.

ახლანდელი იმედგაცრუება კატარში მიღებული ემოციებისგან განსხვავებულია, რადგან იქ გუნდი არ ვიყავით. აქ ყველაფერი სხვანაირად იყო. ბოლო 6 კვირა განსაკუთრებული გახლდათ და გუნდური სული იგრძნობოდა. ეს ბევრჯერ არ გამომიცდია და იმედგაცრუება ბევრად მწარე სწორედ ამიტომაა. სხვა ტურნირებზე ვიმსახურებდით იმას, რაც მივიღეთ, დღეს კი ყველაფერი სხვანაირად იყო და აშკარად უკეთესი გუნდი ვიყავით“, - განაცხადა კიმიხმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალში პორტუგალიისა და საფრანგეთის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მსგავსი არაფერი მინახავს, ახლა ორმაგად დავაფასებ“ - ჯიკიჩმა შენგელიაზე ისაუბრა
„მსგავსი არაფერი მინახავს, ახლა ორმაგად დავაფასებ“ - ჯიკიჩმა შენგელიაზე ისაუბრა