ილია თოფურია, შონ ომალი
Aa
Aa

„აი, ამიტომ ხარ ჩემზე დაბლა“ | ილიას პასუხი შონ ომალის

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ შონ ომალის განცხადებას უპასუხა. „შუგამ“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ UFC-ის Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში „ელ მატადორი“ მასზე მაღალ პოზიციას იკავებს.

ქართველი ჩემპიონი ომალის სიტყვებს X-ზე გამოეხმაურა. „კიდევ ერთი მოძულე, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ეს ძალიან მახინჯია. აი, ახსნა-განმარტება რატომ ვარ უფრო მაღლა“, - დაწერა ილიამ და მარლონ ვერასთან გამართული პირველი ჩხუბისას დანოკაუტებული ომალის ფოტო დაურთო.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის Pound-for-Pound რეიტინგში „ელ მატადორი“ მე-5 გახლავთ, ომალი კი მასზე ერთით დაბალ, მე-6 პოზიციას იკავებს. რეიტინგის ლიდერი ისლამ მახაჩევია. მეორე ალექს პერეირა გახლავთ, მესამე - ჯონ ჯონსი, მეოთხე - ლეონ ედვარდსი.

ცნობისთვის, ომალიმ ბოლო ბრძოლა მარლონ „ჩიტო“ ვერას წინააღმდეგ გამართა და რევანში აიღო. დიდი ალბათობით, მისი მომდევნო მეტოქე მერაბ დვალიშვილი იქნება და მათი ბრძოლა სექტემბერში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს“ | სტენ კოლიმორი საქართველოს ნაკრებზე
„ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს“ | სტენ კოლიმორი საქართველოს ნაკრებზე