ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

კვლავ ვერ თანხმდებიან - ნაპოლი ხვიჩას მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა გრძელდება. Corriere dello Sport-ი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

„კვარა ამჟამად წლიურად 1.8 მილიონს გამოიმუშავებს, დე ლაურენტისი მას ბონუსების ჩათვლით 5 მილიონს სთავაზობს, რომელიც წლების განმავლობაში 7 მილიონამდე ავა. კლუბი ამჟამინდელი კონტრაქტის 2027-დან 2029 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს. ფეხბურთელის რეაქცია ამჟამად უცნობია. მან ნაპოლის პასუხი უნდა გასცეს, თანახმაა, თუ არა ახალ პირობებზე. ან ის რჩება ძველი კონტრაქტის მიხედვით. კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს.

კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი კონტრაქტში ხელშეკრულების გაწყვეტის პუნქტის ჩამატებას და გამოსასყიდი თანხის დაფიქსირებას ითხოვს. კლუბს კი ამის თავიდან აცილება სურს და ახალი ხელშეკრულების თავისი პირობებით გაფორმებას ჩქარობენ. პარტენოპეის ხვიჩასგან თანხმობის მიღება სურს, რომელიც ამჟამად შვებულებაში იმყოფება“.

- წერს რომაული გამოცემა.

როგორც ჩანს, „ნაპოლი“ და კვარას წარმომადგენლები შეთანხმებისგან კვლავ ძალიან შორს არიან. ამ სატრანსფერო საგას სავარაუდოდ კარგი გაგრძელება არ მოჰყვება და მხარეები უფრო მეტად შევლენ ჩიხში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Irish Mirror: სანიოლი ჩვენთან გამოირიცხა, სფფ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო
Irish Mirror: სანიოლი ჩვენთან გამოირიცხა, სფფ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო