ბელინგემი შვეიცარიასთან მატჩის გამოტოვებას გადაურჩა - დემირალი 2 მატჩით დასაჯეს
UEFA-მ ევრო 2024-ის მონაწილე ორი ფეხბურთელი, ჯუდ ბელინგემი და მერიჰ დემირალი დასაჯა. ჯუდიმ დისკვალიფიკაცია სლოვენიასთან შეხვედრაში უხამსი ჟესტის ჩვენების გამო მიიღო. სასჯელი 25 000 ფუნტი სტერლინგის გადახდას და ერთწლიან გამოსაცდელ ვადას გულისხმობს. თუ მსგავს ჟესტს გაიმეორებს, ერთი მატჩით დასჯიან.
რაც შეეხება თურქ ფეხბურთელს, მან ულტრანაციონალისტური ჟესტი გამოიყენა, დემირალმა გოლი ე.წ. რუხი მგლების ჟესტით აღნიშნა. რუხი მგლები თურქული ულტრანაციონალისტური პარტიის MHP-ის ნეოფაშისტური ახალგაზრდული ფრთაა. ავსტრიაში ე.წ. რუხი მგლების მისალმება და ჟესტები აკრძალულია. აკრძალვაზე აქტიურად მუშაობენ გერმანიაშიც.
დემირალი თურქეთის ნაკრებს შემდეგ ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. 1/8-ფინალში თურქეთმა ავსტრიას სწორედ დემირალის დუბლით მოუგო. ასე რომ მონტელას გუნდისთვის დემირალის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება.
ევრო 2024-ის 1/4-ფინალში ინგლისის მეტოქე შვეიცარიაა (6 ივლისი, 20:00), თურქეთი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება (6 ივლისი, 23:00).