Irish Mirror: სანიოლი ჩვენთან გამოირიცხა, სფფ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო
ვილი სანიოლის მიმართ ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციას დიდი ინტერესი ჰქონდა და იმედს იტოვებდნენ, რომ ფრანგი სპეციალისტი ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს დატოვებდა.
მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ირლანდიელები მოელოდნენ. ევროს შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ სანიოლმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შესაძლოა ახალი 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
Irish Mirror-ის ცნობით, სანიოლის კანდიდატურა მათთვის უკვე გამორიცხულია და ირლანდიის ნაკრებს მალე ოფიციალურად ჯონ ოში ჩაიბარებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მოთამაშე ჯონ ოში, მთავარ კანდიდატად რჩება, რომელმაც ირლანდიის ნაკრები დროებით ჩაიბარა და 4 შეხვედრაში გაუძღვა. ის გუნდში რჩება და მალე მუდმივ კონტრაქტსაც გააფორმებს.
რაც შეეხება აქამდე არსებულ ფავორიტ კანდიდატურას, ვილი სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გაყვანის შემდეგ, როგორც ჩანს, მომავალ კვირებში სხვა წინადადებას აირჩევს“.
- წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებთან ხელშეკრულება დეკემბერში უსრულდება. სფფ-ის ცნობით, მასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.