ლიონელ მესი, არგენტინა, ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

კოპა ამერიკა: მარტინესის მორიგი შოუ - არგენტინამ ეკვადორი პენალტების სერიაში დაამარცხა

ამერიკაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე დრამატული მეოთხედფინალური მატჩი ვიხილეთ, სადაც ერთმანეთს არგენტინა და ეკვადორი დაუპირისპირდნენ.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი „ალბისელესტემ“ 4:2 მოიგო.

შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე ლისანდრო მარტინესმა გახსნა, რომელმაც მესის კუთხურის შემდეგ, მაკალისტერის შეხების შემდეგ, უკანა ძელთან ყველას დაასწრო.

ეკვადორმა ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში თამაში გამოასწორა და უპირატესობაც მოიპოვა. 62-ე წუთზე ენერ ვალენსიამ პენალტის გატანა ვერ შეძლო. მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

საბოლოოდ, 92-ე წუთზე კევინ როდრიგესმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა და თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანა. კოპა ამერიკაზე ფინალამდე გუნდები დამატებით ტაიმებს არ თამაშობენ და პირდაპირ პენალტებს ურტყამენ.

თერთმეტმეტრიანების სერიაში დიბუ მარტინესმა ჩვეული სიგიჟე გამოავლინა და არგენტინას მოაგებინა. მესიმ პირველი დარტყმა პანენკას სტილში შეასრულა და ბურთი ხარიხას მოარტყა. ამის შემდეგ, მარტინესმა ზედიზედ 2 ბურთი მოიგერია და მატჩის ბედი გადაწყვიტა. გადამწყვეტი პენალტი ოტამენდიმ გაიტანა და არგენტინა ნახევარფინალში გავიდა.

6 და 7 ივნისს კიდევ სამი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება:

ვენესუელა VS კანადა

კოლუმბია VS პანამა

ურუგვაი VS ბრაზილია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რის ხარჯზე გავიდნენ მერვედფინალში?“ | რას ამბობს არშავინი საქართველოს ნაკრებზე
„რის ხარჯზე გავიდნენ მერვედფინალში?“ | რას ამბობს არშავინი საქართველოს ნაკრებზე