რიკარდო კალაფიორი
Aa
Aa

კალაფიორი პრემიერ ლიგაში? არსენალს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

მატეო მორეტოს ცნობით, „ბოლონიას’’ მცველი რიკარდო კალაფიორი „არსენალს’’ პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა, რის შემდეგაც კლუბებს შორის მოლაპარალება დაიწყო. კალაფიორის დამატება ლონდონის „ჩელსისას’’ სურს, თუმცა ამ ეტაპზე „მეთოფეები’’ ფავორიტები არიან.

რიკარდო კალაფიორი „რომას’’ აღზრდილია, თუმცა პირველ გუნდში მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა, იჯარით „ჯენოაში’’ თამაშობდა, 2022-23 წლის სეზონი „ბაზელში’’ გაატარა, გასული სეზონი „ბოლონიაში’’ შესანიშნავი ჰქონდა, მაისში სერია ა-ს თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. „ბოლონია'' ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდა, რაშიც კალაფიორის წვლილი ძალიან დიდია.

22 წლის ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც მარცხენა მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, ევრო 2024-ზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, მისი კარგი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე ევროპის ჩემპიონატი წარმატებული საკლუბო სეზონის ლოგიკური გაგრძელება იყო და ასეთი ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის მაღალი ინტერესია.

„ბოლონიასთან'' მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მონაცემებით მისი სატრანსფერო თანხა 30 მილიონი ევროა, თუმცა სავარაუდოდ „ბოლონია'' გაცილებით მეტს მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები