“პორტუგალია ყველაფრისთვის მზად არის“ - მარტინესი 1/4 ფინალის წინ
ევრო 2024-ის მერვედფინალში გამორჩეული დაპირისპირებაა. პორტუგალია საფრანგეთს შეხვდება. მატჩის წინ, პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მარტინესი:
„პროგნოზის თვალსაზრისით, ყველამ იცის, როგორ თამაშობენ დიდი გუნდები. მთავარია შესრულება და ჩემი ფეხბურთელების ნიჭი. ვფიქრობ, პორტუგალია ყველაფრისთვის მზად არის. ეს არის მეოთხედფინალი და მთლიანად კონცენტრირებულები ვართ. კრიტიკულები ვართ და გამუდმებით საკუთარი თავის გაუმჯობესება გვსურს.
კრიტიკა აჩვენებს, თუ რამდენად ვნებიანია ხალხი ეროვნული ნაკრების მიმართ და მე ამას ვაღიარებ, მაგრამ ასევე მჯერა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები გვყავს და ძალიან კონკურენტუნარიანი გასახდელი გვაქვს. პირველი გოლის გატანა ყოველთვის რთულია. ბევრ რამეს კარგად ვაკეთებთ და ასე უნდა გავაგრძელოთ.
კრიშტიანუ რონალდუ არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უნდოდეს კონკრეტულ ინდივიდს გამარჯვება. დავივიწყოთ რა გააკეთა მან წარსულში. შეხედეთ მას დღეს და დაინახავთ როგორ უნდა ჩემპიონობა. ეს მე დამატებით მოტივაციას მაძლევს. მინდა პორტუგალიამ ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს. სრულყოფილება არის ის, რაც არ გვაქვს და ამ ასპექტზე ვმუშაობთ.“
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და პორტუგალიის დაპირისპირება 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.