ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

“ყოველთვის საუკეთესო ვერ იმარჯვებს“ - დე ლა ფუენტე გერმანიასთან მატჩის წინ

ევრო 2024-ის მეოთხედფინალში მასპინძელი გერმანია ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ფურია როხას მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ლუისმა?

„ვფიქრობ, თანაბარი თამაში იქნება. შესაძლოა ეს ევროპის ჩემპიონატის ფინალიც ყოფილიყო. გერმანია თამაშს ყოველთვის ძლიერად იწყებს. ვეცდებით პირველივე წუთებიდან ინიციატივა ჩვენ ავიღოთ. არ ვფიქრობთ, რომ გერმანია რაიმეს სწორად ვერ გააკეთებს. ვეცდებით მათი ძლიერი მხარეები მინიმუმამდე დავიყვანოთ და სისუსტეები გამოვიყენოთ.

ტონი კროოსი მსოფლიო დონის მოთამაშეა. ის ფეხბურთს ტოვებს, მაგრამ ფეხბურთი არასდროს მიატოვებს მას. როდესაც გუნდში ტონისნაირი ფეხბურთელი გყავს, ეს სხვა მოთამაშეებზე გადამდებია. სამწუხაროა, რომ ის კარიერას ასრულებს. სიამოვნებით ვიხილავდი მის თამაშებს შემდეგ სეზონშიც.

ფეხბურთში ყოველთვის საუკეთესო გუნდი ვერ იმარჯვებს. მოიგებს, თუ არა ევროპის ჩემპიონატს ამ წყვილში გამარჯვებული? არ ვიცი. მიმდინარე ევრო 2024-ზე ბევრი კარგი ნაკრებია და ამას ასე გადაჭრით ვერავინ იტყვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის პოტენციალი გვაქვს.“

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და გერმანიის დაპირისპირება 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეშამი: “წინ მაღალი დონის მატჩი გველოდება“
დეშამი: “წინ მაღალი დონის მატჩი გველოდება“