კრიშტიანუ რონალდუ, დიდიე დეშამი
Aa
Aa

დეშამი: “წინ მაღალი დონის მატჩი გველოდება“

ევრო 2024-ის მერვედფინალში გამორჩეული დაპირისპირებაა. პორტუგალია საფრანგეთს შეხვდება. მატჩის წინ, მამლების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა დეშამმა?

„ადრიენ რაბიოს ჩანაცვლების რამდენიმე ვარიანტი მაქვს, მაგრამ ახლა აქ ამაზე საუბრის დრო არ არის. თუ თქვენ გაქვთ რაიმე ინფორმაცია პორტუგალიის შემადგენლობის შესახებ სიამოვნებით მოგისმენთ.

რონალდუს აქვს გამარჯვების და გადამწყვეტი გოლების გატანის უნარი. მას ეს აქვს და ყოველთვის ექნება. მაშინაც კი, თუ ის ასაკშია. რონალდუ ყოველთვის დიდებული იქნება. წინ მაღალი დონის მატჩი გველოდება.

ორივე გუნდს ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც მატჩის ბედის შეცვლა დამოუკიდებლად შეუძლიათ. პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები დიდ თამაშს იხილავენ. შესანიშნავ მეოთხედფინალს ველოდები.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და პორტუგალიის დაპირისპირება 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები