კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: “კონცენტრაცია მხოლოდ რონალდუზე არ უნდა მოვახდინოთ“

ევრო 2024-ის მერვედფინალში გამორჩეული დაპირისპირებაა. პორტუგალია საფრანგეთს შეხვდება. მატჩის წინ, მამლების სუპერვარსკვლავმა კილიან მბაპემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა მბაპემ?

„ევროპის ჩემპიონატი დაძაბული ტურნირია. ყველა თამაშს წვრილმანი დეტალები წყვეტს. მოედნის ყველა წერტილში კარგად უნდა ვითამაშოთ. პორტუგალიასთან სათამაშოდ მზად ვართ და ვიმედოვნებ ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომლითაც მეტოქეს დავამარცხებთ.

გვაქვს ამბიცია, რომ ევროპის ჩემპიონები გავხდეთ, მაგრამ უპირველესი მიზანი ნახევარფინალში გასვლაა. ეს დიდი ნაბიჯი იქნება, რადგან პორტუგალიის დამარცხება ადვილი არ არის. ახლა მხოლოდ ამაზე ვართ ორიენტირებული და არა იმაზე, რაც წინა დღეებში ხდებოდა.

არ ვფიქრობ, რომ 100%-ით მზად ვარ. მე არ ვარ ის ფეხბურთელი, რომელიც რაიმე მიზეზს ეძებს, თუმცა ბოლომდე ფეთქებადი, რომ ვიყო, აუცილებლად კარგი ფიზიკური ფორმა მჭირდება. მიუხედავად ამისა, ეს მეოთხედფინალია და ყველაფრისთვის მზად ვარ. ვფიქრობ, შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატის მოგება.

კრიშტიანუ რონალდუ ნამდვილი ლეგენდაა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სხვა ფეხბურთელები, რომლებიც დიდ საფრთხეს ქმნიან. ყველა ფეხბურთელზე უნდა ვიზრუნოთ და არა კონკრეტულ ერთზე.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და პორტუგალიის დაპირისპირება 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარი პრემიერ ლიგის კლუბებს - ნიკო უილიამსის პრიორიტეტი ბარსელონაა
უარი პრემიერ ლიგის კლუბებს - ნიკო უილიამსის პრიორიტეტი ბარსელონაა