ტებასი: “ხელფასების კუთხით ბარსელონა რეალის დონეზეა“
როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონას ფინანსური კრიზისი აქვს და ამის გამო ბოლო 2 სატრანსფერო ფანჯრის დროს პრობლემები შეექმნა.
ავტორიტეტული გამოცემა MARCA ლა ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის ინტერვიუს გვთავაზობს.
ტებასი:
„ბოლო წლებში ბარსელონას პრობლემები სახეზეა, მაგრამ მიმდინარე წელი მათთვის ყველაზე მარტივია. იციან რა უნდა გააკეთონ და როგორ მოიყვანონ ახალი ფეხბურთელები. ისინი რთული სიტუაციიდან გამოდიან. რა თქმა უნდა, ბარსელონას კვლავ აქვს მნიშვნელოვანი საკითხები გადასაჭრელი და სწორედ ამის შემდეგ შეძლებენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელების მოყვანას.
არსებობს კონკრეტული ფაქტები. 3 წლის წინ, ბარსელონას ფეხბურთელების ხელფასები ჯამში 650 მილიონ ევროს შეადგენდა. დღეს კი 450, რაც 250 მილიონით ნაკლებია და ახალ ტრანსფერებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ხელფასების კუთხით ბარსელონა რეალის დონეზეა, მაგრამ მადრიდელებმა საშინაო დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს და სწორედ ამიტომ შეუძლიათ ახალი ფეხბურთელების მარტივად მოყვანა.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბარსელონამ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს, რომ ახალი მოთამაშეები მოიყვანოს და მათი დარეგისტრირება შეძლოს.
ბლაუგრანადან კანსელუ, ალონსო და ფელიქსი წავიდნენ. საუბარი მიმდინარეობს ფრენკი დე იონგის გაყიდვაზე. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, ბარსას ნიკო უილიამსს უკავშირებენ.