გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილი თურქეთში? - ინტერესი დიდია და ქომაგებიც ელიან

თურქული AHB Medya-ს ინფორმაციით, კიევის „დინამოს’’ ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა შესაძლოა კარიერა თურქეთის სუპერ ლიგაში, „ქონიაში’’ გააგრძელოს. „ქონიას’’ ქართველი გარემარბის დამატების დიდი სურვილი აქვს. კლუბის მმართველები ფიქრობენ, რომ წიტაიშვილს შეუძლია გუნდს დიდი დახმარება გაუწიოს და სურთ ტრანსფერი მაქსიმალურად მალე დახურონ. გარდა ამისა, კლუბის ქომაგებიც დიდი ინტერესით ელიან.

გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს’’ აღზრდილია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი დღემდე კიევურ კლუბთან აკავშირებს, „დინამოსთვის’’ მხოლოდ 24 მატჩი ჩაატარა (2 საგოლე პასი). მას იჯარით „ვორსკლაში’’, „ჩერნომორეცში’’, კრაკოვის „ვისლაში’’, პოზნანის „ლეხსა’’ და ბათუმის „დინამოში’’ უთამაშია.

2019 წელს უკრაინის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ფინალში გოლი გაიტანა. 2021 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, ევრო 2024-ზე ითამაშა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. საკლუბო დონე გარემარბის პოზიციაზე ორივე ფლანზე თამაშობს, ნაკრებში კი სამცენტრალურმცველიან ტაქტიკაში მარცხენა „ვინგბექის'' ფუნქციებს ასრულებს.

მსგავსი სიახლეები