ბარსელონა, ატლეტიკ ბილბაო, ნიკო უილიამსი
Aa
Aa

უარი პრემიერ ლიგის კლუბებს - ნიკო უილიამსის პრიორიტეტი ბარსელონაა

მიმდინარე ევრო 2024-ზე ნიკო უილიამსი შესანიშნავად ასპარეზობს და ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია.

ბილბაოს შემტევის გადაბირება პრემიერ ლიგის კლუბებს სურდათ, თუმცა თავად ფეხბურთელმა უარი განაცხადა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ნიკოს პრიორიტეტი ბარსელონაში გადასვლაა და თავის აგენტს დაავალა, რომ მოლაპარაკება დაიწყოს.

თავის მხრივ, წინააღმდეგი არც კატალონიური გრანდია. ერთადერთ პრობლემას უილიამსის სატრანსფერო ღირებულება წარმოადგენს. ბასკური გუნდი მას 80 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა და ამ მომენტისთვის ბარსას აღნიშნული თანხა არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი ბილბაოს ატლეტიკს 2021 წელს შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, ბასკური გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 122-ჯერ მოირგო, 20 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები