ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა ვერონათი იწყებს - სერია A-ს კალენდარი ცნობილია

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 2024-2025 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, სერია A სტარტს 18 აგვისტოს აიღებს და 25 მაისს დასრულდება.

ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივრის უდიდესი ინტერესი ისევ „ნაპოლის“ მიმართ არის მიპყრობილი და ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები გათამაშებას სტუმრად „ვერონასთან“ თამაშით დაიწყებს, რომელთანაც 23 წლის ქართველ შემტევს განსაკუთრებით კარგი მოგონებები აკავშირებს, რადგან იტალიის პირველობაზე თავისი სადებიუტო გოლი სწორედ ამ არენაზე, „სტადიო მარკ ანტონიო ბენტეგოიდზე“, სწორედ „ჰელასის“ კარში გაიტანა. რაც შეეხება „ტორინოს“, სადაც საბა საზონოვი ირიცხება, ტურნირს ურთულესი გამოცდით იწყებს და მისი მეტოქე „სან სიროზე“ „მილანი“ იქნება.

„დერბი დე ლა მადონინა“ „ინტერსა“ და „მილანს“ შორის მე-5 და 23-ე ტურებშია დაგეგმილი, რომაული დერბი მე-19 და 32-ე ტურებში გაიმართება, „იუვენტუსი“ „მილანს“ მე-13 და 21-ე ტურებში უნდა დაუპირისპირდეს, ხოლო მეორე მილანურ გრანდთან, „ინტერთან“ „ბებერი სინიორა“ მე-9 და 25-ე ტურებში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
4 ივლისის სატრანსფერო ზონა
4 ივლისის სატრანსფერო ზონა