ხვიჩა კვარაცხელია, დიტმარ ჰამანი
Aa
Aa

„ევროზე დიდებული იყო, ძალიან მომწონს“ | ჰამანმა კვარა შეაქო

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დიტმარ ჰამანმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჰამანმა „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი შეაქო და განაცხადა, რომ „კვარა“ მოჰამედ სალაჰს იდეალურად შეცვლიდა.

„ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მომწონს. ინტერვიუ შემხვდა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელის მამა ამბობს, რომ მისი შვილის მომავალთან დაკავშირებით, გამოსავლის პოვნაა აუცილებელი. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ნაპოლის დატოვებს და მისი ნეაპოლური კარიერა დასასრულს უახლოვდება.

კვარაცხელიას ამბავი საოცარი ისტორიაა, რადგან 2-3 წლის წინ, საერთოდ არავინ იცნობდა. შემდეგ ნაპოლიში გამოჩნდა, პარტენოპეისთან ერთად სკუდეტო მოიგო და გარღვევის მომხდენ სეზონში, ბრწყინვალე ფეხბურთი გვაჩვენა.

ბოლო წლებია, კვარაცხელია მაღლა და მაღლა ადის და ევროპის ჩემპიონატზეც დიდებული იყო. ძალიან მომეწონა, როცა ხვიჩა და კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მისი კერპია, მოედანზე ერთად ვიხილე. რონალდუ მას ჩაეხუტა და მატჩის შემდეგ სიტყვებიც გაცვალეს.

კვარა არის ფეხბურთელი, ვისაც გულშემატკივრები სტადიონზე მიჰყავს. კვარა არის ფეხბურთელი, ვისი თამაშის სანახავადაც ხალხი ფულს იხდის. როცა შაბათ დღეს, სტადიონზე შედიხარ, ხალხი სწორედ მისნაირ ფეხბურთელებზე ლაპარაკობს და მისი თამაშის ნახვა სურს. კვარაცხელია ძალიან თავმდაბალი ბიჭია და ლივერპულში ბრწყინვალე იქნებოდა. სალაჰის შემცვლელებზე თუ ვისაუბრებთ, ხვიჩაზე იდეალური შემცვლელის პოვნა ალბათ შეუძლებელია“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ლივერპულს“ რამდენიმე თვის წინ უკავშირებდნენ და იწერებოდა, რომ მერსისაიდელები მას ლუის დიასის შემცვლელად მოიაზრებდნენ, რომელსაც საუდის არაბული კლუბები აკვირდებოდნენ. მოგვიანებით, ამ მხრივ, ყველაფერი ჩაწყნარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზედსართავი სახელები გამომელია“ | პალოპმა მამარდაშვილი შეაქო
„ზედსართავი სახელები გამომელია“ | პალოპმა მამარდაშვილი შეაქო