ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

როგორი შეთავაზება მიიღო ბორდომ | ზურიკოს გადაყვანა სენტ-ეტიენს უნდა

ზურიკო დავითაშვილის მომავალი ფრანგულ პრესაში აქტუალური საკითხია და ქართველ გარემარბზე ახალი ცნობა გავრცელა. ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, Sud Ouest-მა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „სენტ ეტიენმა“ „ბორდოს“ შეთავაზება გაუკეთა და წინადადების ფინანსური დეტალებიც გაგვიზიარა.

როგორც ირკვევა, „მწვანეები“ ზურიკოს სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს იხდიან. ჟირონდელებს იმედი ჰქონდათ, რომ დავითაშვილს 10 მილიონად გაასხვისებდნენ, მაგრამ კლუბი ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და არის შანსი „სენტ ეტიენის“ წინადადებას დათანხმდნენ.

Sud Ouest-ის მიხედვით, ტრანსფერის ალბათობას კიდევ ერთი ფაქტორი ზრდის. „ბორდოს“ მფლობელს, ჟერარ ლოპესსა და „სენტ ეტიენის“ პრეზიდენტს, ივან გაზიდისს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ. ბოლო დღეებში, ზურიკოს წასვლის შანსები გაიზარდა და თუ ტრანსფერი დაიხურა, დავითაშვილს მომდევნო სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ „მწვანეებმა“ უმაღლესი დივიზიონის საგზური გიორგი მიქაუტაძის „მეცის“ დამარცხებით დაისაკუთრეს და პლეიაუტში, დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„უკვე რაღაცებს იგონებს“ | ჰოლოუეიმ თოფურიას უპასუხა
„უკვე რაღაცებს იგონებს“ | ჰოლოუეიმ თოფურიას უპასუხა