ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ახალი, ორწლიანი კონტრაქტი - ტენ ჰაგი მანჩესტერში დარჩა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ერიკ ტენ ჰაგთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. გასული, წარუმატებელი სეზონის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის თაობაზე, 54 წლის ნიდერლანდელ სპეციალისტს პოსტს დაატოვებინებდნენ, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებთან გასაუბრების შემდეგ, მან ისინი დაარწმუნა, რომ „წითელი ეშმაკების“ კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.

კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადებას „მანკუნიანელები“ უახლოეს დღეებში შეუდგებიან, იქამდე კი ის პრეს კონფერენციას გამართავს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. სწორედ ამ დღეს მიაწვდის მედიის წარმომადგენლებს ტენ ჰაგი ინფორმაციას იმ ფეხბურთელების თაობაზე, რომელთა შენარჩუნებაზეც იზრუნებენ და რომლებსაც კლუბის დატოვება მოუწევთ.

„იუნაიტედმა“ წინა სეზონი ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით 38 ტურში დაგროვებული 60 ქულით მერვე ადგილზე დაასრულა, თუმცა ევროპული საკლუბო ტურნირის საგზური სათასო წარმატების ხარჯზე მოიპოვა, როდესაც ასოციაციის თასის ფინალში თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ 2:1 მოუგო. ნიდერლანდელი მწვრთნელი „მანიუს“ სათავეში 2022 წლის 23 მაისს ჩაუდგა და მას შემდეგ გუნდმა ყველა ტურნირზე მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 114 მატჩიდან 66 მოიგო, 17 ფრედ დაასრულა და 31 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერში ბრუნდება - ნისტელროი ტენ ჰაგის ასისტენტი იქნება
მანჩესტერში ბრუნდება - ნისტელროი ტენ ჰაგის ასისტენტი იქნება