ტონი კროოსი, გიორგი ქოჩორაშვილი, ფაბიან რუისი
Aa
Aa

EURO 2024-ის ქართველი რვაფეხა - სტატია გიორგი ქოჩორაშვილზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიდან ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გულშემატკივარი თუ რომელიმე ქართველი ფეხბურთელის უკეთეს კლუბში გადასვლას ელოდება, ერთ-ერთი მათგანი გიორგი ქოჩორაშვილია. 25 წლის ნახევარმცველმა ოთხივე შეხვედრაში იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ სპორტული სტატისტიკის სპეციალიზირებულმა კომპანიამ Sofascore-მა მისი მაჩვენებლები ტურნირის ფავორიტი გუნდის ნახევარმცველების მონაცემებს შეადარა, ესპანურმა გამოცემა plazadeportiva-მ კი მას ტურნირის ქართველი რვაფეხა უწოდა.

რას წერენ ქოჩორაშვილზე

ოთხ შეხვედრაში ნაჩვენებ მონაცემებს თუ შევაჯამებთ, გიორგი ქოჩორაშვილმა მეტოქე გუნდის იერიშების ჩაშლასა და ბურთის ართმევაში მონაწილეობა 31-ჯერ მიიღო, რითაც ესპანელ ფაბიან რუისს (29) და გერმანელ ტონი კროოსს (28) სჯობნის. გიორგი ოთხივე შეხვედრაში დამაჯერებელი იყო, თუმცა განსაკუთრებით ხაზგასასმელია მისი ასპარეზობა პირველ ტურში თურქეთთან, სადაც მოწინააღმდეგის იერიშების ჩაშლის გარდა, გიორგი მიქუტაძეს საგოლე პასი მიაწოდა. თავისუფლად შეიძლება მას ევრო 2024-ის ქართველი რვაფეხა ვუწოდოთ.

გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული 12 მატჩიდან თორმეტივე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია. რაც შეეხება მის საკლუბო მომავალს, ქოჩორაშვილის დამატებით ცოტა ხნის წინ დაინტერესება „ლაციომ“ და „ტორინომ“ გამოთქვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუბილარი კაპიტანი - გურამ კაშიას 37 წელი შეუსრულდა
იუბილარი კაპიტანი - გურამ კაშიას 37 წელი შეუსრულდა