„ზედსართავი სახელები გამომელია“ | პალოპმა მამარდაშვილი შეაქო
„ვალენსიას“ ყოფილმა მეკარემ, ანდრეს პალოპმა, რომელსაც „სევილიაშიც“ უთამაშია, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. პალოპმა საქართველოს ნაკრების მეკარე შეაქო და განაცხადა, რომ „ღამურების“ ქომაგები ბედნიერი არიან, რომ ასეთი ფეხბურთელი ჰყავთ.
„გიორგი მამარდაშვილის დასახასიათებლად ზედსართავი სახელები გამომელია. დონემ, რომელიც მან ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა, ხარისხის კუთხით, ნახტომის გაკეთების საშუალება მისცა. მამარდაშვილი ძალიან ახალგაზრდაა და წინსვლა უნდა გააგრძელოს. ვალენსიას ყველა გულშემატკივარი ბედნიერია, რომ მეკარის პოზიციაზე ჩვენი ფეხბურთელი გამოირჩევა“.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და უეფა-ს მონაცემებით, ტურნირი 29 სეივით დაასრულა. გიორგის 13-ით მეტი სეივი აქვს, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფ ნიტას, ხოლო მესამე პოზიციას ჯანლუიჯი დონარუმა იკავებს - 14 სეივი.
გეტყვით იმასაც, რომ ევრო 2024-ის შემდეგ, „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ფასი გაზარდა. თუ აქამდე „ღამურები“ ტრანსფერის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ახლა მათი მიზანი 55 მილიონის მიღებაა.